თელავში ორდღიანი ვიზიტით ვიმყოფებოდით კოლეგა მენტორ- მასწავლებლებთან საკონსულტაციო შეხვედრის მიზნით. გვიმასპინძლეს ნინო ხაჩიძემ, ნინო ბალარჯიშვილმა და გიული კაციტაძემ. მეორე დღეს კი მაძიებლებმა და მენტორებმა გაუზიარეს გამოცდიელბა. ასევე მენტორ- მაძიებლების მიერ განხილული იქნა რამდენიმე აქტივობა.
გორში ვესტუმრეთ ფიზკულტურის მასწავლებელს ქეთევან ცეცხლაძესა და მის მაძიებლებს. მათ ერთ-ერთ კლასთან ერთად მოაწყვეს ლაშქრობა გორის ციხეზე,
რისი თანამონაწილეც გავხდით ჩვენც. ამავე კლასის მოსწავლეებმა გაგვიწიეს გიდობა.
გორში გამოცდილების გასაზიარებლად ვეწვიეთ ლია სტეფნაშვილს და მის მაძიებლებს. მათსავე პირველ კლასში და ერთობლივად ჩავატარეთ გაკვეთილები.
ამ გაკვეთილებში ჩართულები იყვნენ ფიზკულტურის მასწავლებელი მაძიებლებითურთ. ვფიქრობ, მოსწავლეებისათვის დაუვიწყარი დღე იყო.
შემდეგ კი გაიმართა ერთობლივი საკონსულტაცო შეხვედრა ულამაზეს სუფრასთან, სადაც შემოგვიერთდა კიდევ ერთი მენტორი ცარუაშვილი ნინო მაძიებლებთან ერთად.
ქუთაისის სკოლის III კლასის მოსწავლეებს სტუმარად ეწვივნენ, თბილისის 52-ე საჯარო სკოლის მასწავლებლობის მაძიებლები: სალომე ყაველაშვილი და სოფიო მამაჯანაშვილი. კლასის ხელმძღვანელმა ნინო საკანდელიძემ და მისმა მაძიებელმა სტუმარ მაძიებლებთან ერთად ჩაატარეს სახალისო აქტიბობები.
ვესტუმრეთ ახალციხის მე-5 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელს ხათუნა ბალახიშვილს. შეხვედრა გაიმართა სკოლის დირექტორთან ქალ. ჟენია მერაბიშვილთან .
სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა მოსწავლეებთან შეხვედრა, მაგრამ ვისაუბრეთ მაძიებლობის პროექტის ეფექტურობაზე.
სტუმრად ვიმყოფებოდით ადიგენის სკოლაში მე-4 კლასელებთან.
მათი მასწავლებელი ქეთი გოგრიჭიანი და მასწავლებლობის მაძიებელის დაგეგმილ გაკვეთილებში ჩვენც აქტიურად ჩავერთეთ .
ვფიქრობ, ერთობლივად მივაღწიეთ გაკვეთილის მიზანს .
სასიამოვნო იყო ამ მოსწავლეებთან ურთიერთობა,
რადგან ისინი საოცრად გახსნილები და კომუნიკაბელურები აღმოჩნდენენ.
No comments:
Post a Comment